ავტორიზაცია
სახელი
პაროლი
ჩვენს შესახებ

 

FOTON-ის შესახებ:

Beiqi Foton Motor- ჩინეთში უდიდესი მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც აქვს ავტომობილების, სპეც-დანიშნულებისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი. Foton- 5 წლის განმავლობაში გახდა უმსხვილესი საბაზრო წილის მფლობელი კომერციული სატრანსპორტო საშუალებების სფეროში და ათი წლის განმავლობაში იყო ასევე უმსხვილესი საბაზრო წილის მფლობელი მსუბუქი-სატვირთო ავტომობილების წარმოების სფეროში.

ჩინეთის ავტოინდუსტრიაში Foton-მა 15 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი დაამყარა, გამოუშვა და რეალიზაცია გაუკეთა

5,000,000 სატრანსპორტო საშუალებას!

2012 წელს კომპანია Foton-მა დაიმლერთან ერთად შექმნა ერთობლივი საწარმო Beijing Foton Daimler Automotive რომლის შემდეგაც დაიწყეს ერთობლივად ავტომობილების გამოშვება.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ Foton-ის ტექნიკას აწარმოებენ მრავალ ქვეყანაში, რუსეთსა და უკრაინაში ავტომობილების წარმოების და ექსპლუატაციის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. Foton-ის ავტომობილები რამდენიმე წელია წარმოდგენილია აზერბაიჯანშიც.

2013 წლიდან Foton- საქართველოშიც ხელმისაწვდომი დება!

 

 

ASP-GEORGIA-ს შესახებ:

საქართველოში Foton- კომპანია ASP-GEORGIA წარმოადგენს, რომელიც დაარსდა 2001 წელს და ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია ავტონაწილების სფეროში. ის არის 30-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. დღემდე აქტიურად მუშაობს ავტონაწილების იმპორტზე და ახდენს ამ პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე

აღსანიშნავია რომ, კომპანიამ 2014 წელს მიიღო ხარისხის სერთიფიკატი ISO9001:2008.

ჩვენს კომპანიას დღესდღეობით აქვს ადგილობრივი მომსახურების სრული სერვისები, ასევე შესაძლებელია გასვლითი ანუ მობილური სერვისით სარგებლობა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. სპეციალისტები ადგილზე ახდენენ ტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას. ASP-GEORGIA უზრუნველყოფს Foton-ის მანქანებზე სხვადასხვა საგარანტო პირობებს და მომსახურების სრულ სერვისს, ასევე, სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას საგარანტიო ვადის შემდგომ პერიოდში.

დღეს წარმოდგენილი მოდელების გარდა შესაძლებელია, კონკრეტულად თქვენს საქმიანობაზე მორგებული ავტომობილების და სხვადასხვა ტექნიკის ჩამოყვანა.

არსებული მოდელების ნახვა შესაძლებელია თბილისში, გახოკიძის 4-ში, Foton-ის ავტოსალონში.

დაწვრილებითი ინფორმაცია ASP-GEORGIA-ს შესახებ იხილეთ საიტზე: www.asp.ge 

ჩვენს შესახებ